იცი? იმ დღეს გარეთ ისე იწვიმა მაისს აწყდა ღილად ორი ნერვი თან ბოლო ბწკარი ამოვთხარე მიწიდან, და მსუქანი მთვარეც ისე შევიდა შავ ღრუბლებში, გამეტებით იწვიმა. იმ დღეს, ჩემთან, შენი დარჩა სურნელი გაშლილ თმების, გავაბრაზე, იტირა, დაგტოვებო-დამემუქრა სულელი და სარკმელთან ისე სწრაფად მივიდა დავიჭირე ალბათ უკვე ბოლო წამს, დავაფიცე გვირილა და ყაყაჩო, დავაფიცე თუკი, თუკი რამე სწამს, შემომხედა, არ გაჩერდა, წავიდა... მე კი წყენით უკვე ბოლო თამბაქოს მივეტანე, გავაბოლე მალვით და, ველოდები, მოხვალ, სურნელს მოიტან ჩემთან ახლოს მოხურული კარიდან.
იცი? იმ დღეს ჩემთან დაგრჩა სურნელი, ახლა ვუსმენ, გაილია სონეტი, ჰოდა, ასე,(ვისთვის ალბათ სულელიც) ლექსებს გიწერ არშემდგარი პოეტი. |