ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო, ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო. მაშინ ფერი ვარდის მათაც არ დაუბინდდებათ, რადგან ქალი ლამაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.
რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება, რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება, შემოდგომის ფოთოლთ ცვენით ფერიც გაუყვითლდება, მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.
.. ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია, დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია, ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია, ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალი |