ჩემზე ამბობენ, დიდი გრძნობა უდევსო გულში, ჩემზე ამბობენ, სიყვარული ეწვია სულში. განა გრძნობები საცინი და დასაგმობია?! არა! ირწმუნეთ სიყვარული ყველას ნდომია.
უსიყვარულოდ ქვეყნად ერთი კაციც არ დადის, ეს ცხოვრება კი მეგობრებო რა სწრაფად გადის. რა ცხოვრებაა თუ არ იგემა კაცმა სიამე. ყოველთვის ყველას შეუძლია, რომ ქნას სიავე.
ჩემზე ამბობენ, მუდამ ტრფობის ალში იწვისო, ხად რა იმდა თქვას, ყველაფერი კარგად იცისო. მასაც ამბობენ სატრფო ჰყავსო ჩუმად, მალულად და იგი სატრფოს თვის ლექსებში ეტრფის ფარულად.
განა ცუდია რომ ლექსები მიუძხვნა სატრფოს, და ეტრფიალო შენს ლექსებში მომავალ საცოლეს. მე კი გაცნობებთ მიჯნური ვარ აწ და მარადის, მიჯნური არ მყავს რომ მიყვარდეს კუბოს კარამდის |