siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-09-21 - 8:41 AM    
siyvaruli.in
მე ყოველ ღამე, სასთუმალზე ფიქრები მიწვევს,

ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ,

რად მენატრები, შენ ხომ უკვე წარსული გქვია?!

მაგრამ მე მჯერა, მაინც მოხვალ, ადრე თუ გვიან...

ოღონდ არ ვიცი, შემრჩენია იმედი რისი,

როცა შემხვდები, გული დამცინის, სხვისია, სხვისი,

მოდი, სათქმელი დამრჩენია, სულ ორი სიტყვა

და თუნდაც მოვკვდე, უნდა გნახო და უნდა გითხრა...

მე შენ მიყვარდი, მერე რა რომ არ გახდი ჩემი,

ბედნიერებად მე მეყოფა სიცოცხლე შენი,

მე შენ მიყვარდი, მერე რა რომ წარსული გქვია,

მაგრამ მე მჯერა, მაინც მოხვალ, ადრე თუ გვიან...

ოღონდ არ ვიცი შემრჩენია იმედი რისი,

როცა შემხვდები, გული დამცინის, სხვისია, სხვისი,

მოდი გიამბო, თუ რა დამრჩა სათქმელი შენთვის,

რომ ჩემს სიყვარულს, მე დავარქვი სახელი შენი...

რომ ვერაფერმა დამავიწყა, წლები წარსულის,

რომ მომავალი აღარ მაქვს და ვცხოვრობ წარსულით,

რომ დამტანჯეს და გამაწვალეს შენზე ფიქრებმა,

და ეს ბარათი ჩემი გრძნობის მოწმე იქნება...

ვამთავრებ ბარათს, წამკითხველი ვინ არის მისი?

გული დამცინის, მორჩი წერას, სხვისია, სხვისი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<