ეს ლექსი არის ნაკარნახევი! ნაკარნახევი ისეთი ძალის, რომელიც თავის თავში შეიცავს ერთობას: ცეცხლის, მიწის და წყალის! და რა თქმა უნდა კაცის და ქალის!
თან სიხარული და სიყვარული, არა ფარული ყველასთვის თქმული. ისეთი სრული რომ ყველა გული, ყოველი სული და მოარული,
თუ შეეხება მას იგი ძალა?! თუ ისმინა და არ დაემალა, ვერავინ შესძლებს მის უარყოფას, გადაკეთებას ან მის დაყოფას.
ძალა რომ მართლაც არსებობს იგი ამას ამტკიცებს ამ სტროფთა რიგი. სად შემიძლია მტვერს მე უსუსურს ამდენის წერა, თან როგორც მე მსურს.
მე მხოლოდ ვიწერ ყურში თქმულს ლამის, ხოლო დამწერი ერთია ამის. გადამწერლები ვყოფილვართ ყველა და ვინც გვკარნახობს მასთან არ ბნელა |