siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 3:01 PM    
siyvaruli.in
ისე დამწიფდი, ისე სურნელობ,
არ მეორდები არასდროს ორჯერ,
წვენს მოიტკბილებ, ახლა მსურს მე რომ
სულში შეგეჭრა და შეგიხორცდე,
ბადაგი კოცნა ბაგეზე გაგდევს,
მოგიგავს იგავს, სხეული - ანბანს,
ასო მთავრული გაქეზებს, სავსედ,
რძეს გადაგავლებს და ღვინით გაგბანს
და ყოველ სიტყვას და გაღიმებას
და ჩაძინებას დაეშიშვლება,
როგორც გახედნილს აღვირი ებას
დაგინაყრებდი შიმშილის ნებად,
ასობით ბგერას, ასობით ასოს,
გინდაც საკუთარს, გინდ ნათარგმანებს
დაგისუნთქავდი, როგორც მინდორი
თავის ნათესებს შეითავთავებს,
მაგრამ რაღაცა მაჩერებს თითქოს,
რატომ არა ვარ შენთან არ ვიცი,
ღამე დარჩენას თითქოს დღეც ითხოვს
და ჩემს წასვლამდე მეტს თუ დავიცდი
მართლა არ ვიცი, რაღაცას კი ვგრძნობ
და ვერასოდეს გაგიმხელ ალბათ,
გზაც დღეს წვიმამაც დაღრიცა ვიწროდ
და მტვერთან ერთად ფოთლებიც დალბა
და გამჭვირვალე მათი სურნელიც
ჩემს სართულამდე აკრთა, ამოწვდა,
სულ ველოდები წვიმას სულ ველი
გვალვით მამოწმებს, მიწყობს გამოცდას,-
თუ გაუძლებო, თავს დაგანებებ,
თუ სული წაგცდა, მაშინ ჩემი ხარ,
კარს თუ მოარგებ რამე გასაღებს
აქ გამოდიხარ თუ იქ შედიხარ
ჩემთვის სულერთი ზოგჯერ არ არის,
უსასრულობას ზღვარი სად უდევს,
ღამის ზღვაურით, დილის საარით,
ან ვინ დაუფრენს გუგულის ბუდეს,-
მახსოვს წიგნიდან, მახსოვს ისედაც,
შეუძლებელსაც ვინც გინდა შეძლებს,
თითქოს სამყაროს შექმნის მიზეზად
ჩემს სულს ვიაზრებ, ჩემს ხორცს და ჩემს ძვლებს
და შენს სიმორცხვეს, სიმწიფის ჟინსაც,
ვინ დაგიწურავს შენივე ვნებად,
გამოიდარებს ხან ისევ ჟინჟლავს,
დღემ მოიმწუხრა, ღამით ვერ ბედავს,
თავდაყირა დგას, აღმა ცას ითხოვს,
მიწა მაღლა მაქვს, ზეცა კი დაბლა,
დავდე პირობა, რაღაცას კი ვგრძნობ,
მაგრამ ვერასდროს გაგიმხელ ალბათ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<