|
მხიბლავს შენი ტუჩები და შენი თმების უსურვაზი, დუნიაზე არ არსებობს შენი მსგავსი,შენებრ ნაზი, თვალს მჭრის შენი სილამაზე,მითხარ:-რატომ ხარ ლამაზი?
მინდა თვალი მოგარიდო,მაგრამ მაინც ვერ მოგწყვიტე, ედემიდან ულურჯესი ფიქრის ვარდი მოგიწყვიტე, რაც გიხილე,მე მას მერე შენზე ფიქრი ვერ შევწყვიტე და ფიქრებში ტუჩით ტუჩზე ჩუმი კოცნა შეგაწყვიტე.
არ მსურს იყო მოწყენილი,შენ ღიმილი ასე გშვენის, თვალები გაქვს ღრმა,წყლიანი,მოციმციმე,მზისებრ მწველი, რადგან ღმერთმა შეგვახვედრა,ბედისწერა არის ჩვენი, მინდა გრძნობით გავიარო შენი სულის მინდორ-ველი.
ამ ქვეყნად ვინ მოგავლინა,ვინ გიმღერა ტკბილი ნანა? ვინ გასწავლა სიყვარული,ან თავად ვინ შეგიყვარა? შენი სილამაზით ხარობს ეს სამყარო,ეს ქვეყანა, მეც ხომ მხოლოდ შენ ერთს გეტრფი,შენ რა არა გჯერა განა?
შენი თმების,შენი მკერდის,შენი ტანის მსურს ალერსი, ყველა ჩარჩო უნდა გავხსნა,დავარღვიო ყველა წესი, რაც დავთესე ეს მცირეა,კვლავ ბევრი მაქვს დასათესი, მარტივი გზა გამირთულდა,ვამარტივე ურთულესი.
ზარი რეკავს ზეციური,მხოლოდ შენთვის რეკავს ზარი, მხოლოდ შენთვის გამოვკრიფე ედემიდან ყვავილნარი,,,, |