siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 2:43 PM    
siyvaruli.in
დიდი ნიჭია სხვისი მოსმენა, - გვასწავლის წიგნი.
სულელიც ზოგჯერ იტყვის რამეს წესით და რიგით.
შენ იმას ნუ კი უთვალთვალებ, - ვინ ამბობს ამას, -
ყური დაუგდე მხოლოდ იმას, - რას ამბობს იგი.
მაძღარმა კაცმა სულ გააქრო ფულის ბარაქა,
შენ კი ქუჩაში ხელგამოწვდილს გროშიც არა გაქვს,
ფულიანმა რომ გველი შეწვას, - ”სიბრძნითა ქნაო”,
ხოლო შენ თუ ჰქმენ, - ”გიჟმა ქნაო”, წავა არაკად.
კაცი იყო უწიგნური, როგორც ქვაა რიყის,
ახლობელმა მთავრობაში გვერდს მოისვა იგი.
არ შეგშურდეს, მეგობარო, შენ თუ თავი გიღირს,
ათას ჭკვიანს ურჩევნია სულელს ერთი ბრიყვი.
როდესაც ვხედავ მორონინეთ, ვარდის წყლით ნაბანთ,
ქუჩაში ქალებს, - აუჭრიათ ჭიპამდე კაბა,
წუხილი მიპყრობს, მეყინება ძარღვებში სისხლი,
სად მიეფარა ქართველთ კალთა შავ მიწის საბანს?
ჰოი, ლამაზო, რომ გვეპკურვა სულებზე ნამად,
შვილებს რად გვიკლავ წიაღშივე, სანამდე დაბად?
ამ გაშლილ სუფრას რომ უზიხარ, ხვალ უცხო მოვა,
ის მიუჯდება, - შენ აგიკრავს გუდას და ნაბადს.
რამდენი თავი დადის ქვეყნად დაუდაფნავი,
რამდენ უგუნურს წყალობს ბედი - გულის მთაფლავი.
ღმერთო, შეგცოდე, - დედასა კლავს აი, ის კაცი, -
რათა საფიცრად ჰქონდეს მერე დედის საფლავი!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<