განა მეშინია სიყვარულის ახსნა შენთვის?! უბრალოდ მენანება შენი სილამაზე ჩემთვის. განა მენანება მე მუზების ხარჯვა სხვებზე. უბრალოდ მედარდება ჩემი ოცნებები შენზე. განა მენატრება უძილო ღამეების თევა. უბრალოდ მემართლება, ასე სიყვარულის თმენა. განა სახელისთვის ვიღებ კალამს. უბრალოდ შენზე ვწერ და სიმარტოვეს ვმალავ. განა ვერ ვხვდები რომ ჩუმად მანადგურებ. უკვე ლოცვებსაც კი მგონი აღარ ვუსმენ. როგორ წარვიმართე, როცა გაგახატე. როგორ აღარ გწერე, როგორ აღარ გხატე. როგორ არ გაგთვალე, როგორ არ გეძახე. რა ვქნა? დავიღალე, აღარ მსურს თმენა მე. როგორ შევეჩვიო მითხარი სხვა ქალებს. და გადავეჩვიო შენს მიწისფერ თვალებს. როგორ მანადგურებ, როგორ ბოლოს მიღებ. სხვებს კი უხარიათ წერით ხმას რომ ვიღებ. არა, დავიღალე, არა, დავიკარგე. ვცადე, შენზე ფიქრი თითქოს ავიკრძალე. არადა მეშინია სიყვარულის ახსნა შენთვის. და მეოცნებებa შენი სილამაზე ჩემთვის |