siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 7:58 AM    
siyvaruli.in
მე ვუმზერ ნაპირთან უთენია
ზღვა როგორ გასწორდა მიწასთან,
იცხოვროს,ვის როგორც უცხოვრია,
იწამოს ვინც როგორ იწამა.........
ველური ღიმილით მესაფლავემ
იცინოს მოკვდავთა დარდებზე...
ყოველდღე საფლავთან შეაღამდეს,
ყოველდღე თითოჯერ დაბერდეს!..
ტალღებმა გზად მთვარე აიტაცოს,
სიბნელემ შეზაროთ ნადიებს,
თარაში ენგურმა გაიტაცოს
და ვეღარ გავიდეს ნაპირზე....
კარს მომდგარ ვერტერის მსახურს,ლოტე
ალბათ კვლავ მიაწვდის იარაღს,
ისევ ძველებურად მოელოდეს
შორს წასულ მეგობარს დიანა...
მიწა გარდასულთა სოფელია
და ქვებით ნიშნავს ფინიშებს...
ალბათ,რომ ჩაიცვას ოფელიამ,
მაინც ვერ დამალავს სიშიშვლეს!...
მედეამ იცხოვროს მოგონებით,
და უტამ შორენას თვალებით...
წაიღეთ სამოთხეც...ჯოჯოხეთიც...
დონ-ჟუანს უბოძეთ ქალები...
იცხოვროს,ვის როგორც უცხოვრია..
მარტოსულს ეული იწამებს...
...........და ვუმზერ ნაპირთან უთენია
ზღვა როგორ ჩაძირავს ქრიზანთე
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<