ქარვის თვალები უღიმოდა ყურძნის აკიდოს შენ არ წახვიდე ამ შემოგომას არ გადამკიდო, ამ ფერებს მწიფეს ,დადუღებულს სისხლში,რომ ბრუნავს შენი ტუჩების გემო დაკრავს ხომ იცი ,გულაბს... გვალვაჩამდგარი საწნახელი დაალბო ცრემლმა ადესის მარცვლებს დადენილმა,ტკბილი შხეფებით ეს სხვას გონია,რომ ვუსინჯავ გემოს ღოღნაშოს არადა ფიქრში,ჯერ უკოცნელ ტუჩებს ვეხები... ნუ გადამკიდებ შემოდგომას დავმარცხდი უკვე ამ ჭრიჭინებმაც მიიტაცეს სმენა რითმებად, გათიბულ ბალახს ავუკეცავ მხრებიდან ფერდობს და ვიმყოფინებ მოსულს ჩემთან თუნდაც ფიქრებად... მაჭრობის თვეა, ერქვას ჩვენი,მისი და მისი იყავი ღირსი ამ ფერების ,ვქუხვარ თუ ვქარობ... შემოდგომაა, გამაგიჟა ბადაგის სუნმა მაჩუქე გული ჩაშაქრული,ლამაზო ქალო! |