უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები... შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი, რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე რომ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები. |