თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად. ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს - - შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერა და... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!... ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურად მე მაინც რომანტულ შენს მზერას ვეფერები. მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურა ედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები... ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება... ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი, მოჰგავხარ ნაადრევი ატმების აფეთქებას, რომელშიც სამაისო აპრილის ექო ისმის... უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი, უშენოდ ვეგებები - თებერვლის გამარტებას. უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,
უშენოდ - არის ახლა ამინდის განმარტებაც... |