siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 6:45 PM    
siyvaruli.in
ვერა გავაწყვეთ ბედისწერასთან,
თუმც თავის დახსნას ბევრჯერ ვეცადეთ.
ადის ზეცამდე ჩვენი წყევლა და
ვერ ადის ჩვენი ლოცვა ზეცამდე.
ვერ დაგაწყნარე და ვერ გიშველე,
ვერ მოვუვლინე შენს სულს მშვიდობა...
წყევლისგან არის ეს ქარიშხლები
და ცრემლებისგან ეს წყალდიდობა!
ო, რა სასტიკი და რა კუშტია
განკითხვის ბოლო დღეთა ზმანება.
გასკდება ერთხელ ეს ცა ბუშტივით,
ვეღარ დაიტევს ჩვენს მრისხანებას.
ვეღარ დაიტევს სიტყვებს მძვინვარეს,
ზიზღსა და კრულვას ვეღარ დაიტევს.
დაუნდობელო, გაუცინარო
კაცთა მოდგმაო, მიხვალ საითკენ?!
სისხლით ეს გული რით ვერ იჯერე,
ბალღამში სანამ უნდა იწვალო?!
შენ სიზულვილის გამო ისჯები
უსიყვარულო დედამიწაო!...
მაინც დავმარცხდით ბედისწერასთან,
თუმც თავის დახსნას ბევრჯერ ვეცადეთ.
ადის ზეცამდე ჩვენი წყევლა და
ვერ ადის ჩვენი ლოცვა ზეცამდე
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<