siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-03 - 10:11 PM    
siyvaruli.in
წმინდა მთას ლურჯი ჩმოაწვა ნანატრი ზეცა

პოეტთა გუმბათს დაეკიდა ნამგალი მთვარე,

გაშლილ ღამეებს შევაჩვიე რადგან მე მზერა

ვეღარ ვუსწორებ ხშირად აისს დამსხვრეულ თვალებს.

კირის ლოდებით კვლავ მიშენებენ მშვიდობას სულში

კვლავ მაძალებენ აპათია მოვიცვა ტანზე,

მე ვერ ვივიწყებ ქართულ სიტყვას, რაც ითქვა უწინ

და ლამისაა შემოასკდეს ვენები მაჯებს.

სამარადჟამო ადამიანთა მაწუხებს ცოდვა

ხშირად ვეცემი ჩემო უფალო შენამდე გზაზე,

ისევ გიბედავ, გთხოვ, შემაშველო დაღლილ მგზავრს ლოცვა,

თუმც ბოღმა მახრჩობს, რადგან ჩვენ ვაცვით შენი ძე ჯვარძე.

მაწუხებს ფიქრი - შემოვიფლითო სულზე სხეული

რადგან სიმძიმემ არ შემაფერხოს, გავცდე მუქ საზღვრებს.

ქუჩების დუმილს ახლა მტრედების ღუღუნი არღვევს-

გეყოფა მგზავრო, სნეულო მგზავრო, გეყოფა, აღსდექ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<