უფლის განგებით, კვლავ იშვა, ეს გრძნობა, მფეთქი გულისა, ბჟუტავს და ნელა იღვიძებს, ერთ დროს წამგლეჯი სულისა, გთხოვ, აღარ ჩაქრე, გაბრწყინდი, დრო არის სასწაულისა, აღორძინდი და აყვავდი, სიცოცხლევ სიყვარულისა.
ბევრისთვის, გულის დამწყვეტო, ადრევე დაკარგულისა, სხვებისთვის ვერშემგუებო, ცუდი ზნე, ენა კრულისა. ანდა, ოცნებით ცად ფრენა, გულში გაჩენილ წყლულისას, სჯობს, რომ ადრევე უწამლო, სიყვარულს დადაღულისას.
ცას აიხედე, რამე სჯობს? მთვარის სხივს, გაბადრულისას, ანდა დღისით, რომ მზე ჰკოცნის, ტუჩებსა მეწამულისას, მიენდე გულის საწადელს, ოცნებას დამალულისას, ზღაპრის ახდენას გისურვებ, დრო დადგა სიყვარულისა. |