მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი. მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს. რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა. შენი ლამაზი სახის დახატვა, ვერ შევძელ რადგან ვერ ვნახე ფერი, რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა და იქნებოდა თვალით შესაფერი, შენი ლამაზი ხმის ჰარმონია ყურში ჩამესმის მე გამუდმებით. შენი სახელის ყრუ მელოდია გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის... და აღარ შემწევს იმისი ძალა, რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი. მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს.. მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი. ლექსი რითმებით გამდიდრებული, მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს. წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით. |