|
აღარ მინდა აწეწილი ფრთები,
ზეცისაკენ უსასრულო სწრაფვა.
მე აქ მინდა, მე მიწაზე ვრჩები,
დავწერ იმას რასაც დავინახავ.
უაზროა უსასრულო დარდი,
უაზროა ფუჭად დროის კარგვა.
თუ მოხვედი უნდა იგრძნო კიდეც,
განიცადო როგორია დაღლა.
მისთვის მოხველ რომ აკეთო საქმე,
გიხაროდეს მოსამკელი ყანა.
თუ კაცი ხარ თვი მაღლა ასწი,
ნუ ბარბაცებ და იდექი მყარად!
შემოდგომას გაუხუნდა ფერი,
სამებიდან ყვითელ ვარდებს ვხატავ,
ნაცრისფერი მტრედი დაჯდა ქვაზე,
ააფრინა თმახუჭუჭა ბავშვმა.
წირვა ისმის დარბაზიდან ისევ,
თეთრი მტრედი მაღალ გუმბათს ლაშქრავს.
ნისლში არის გახვეული ხედი,
ზარები კი აღვიძებენ ქალაქს.
..ეხლა გიო ეხუტება თამარს,
ზვიო კიდე მოშორებულ ნატვრას.
ეხლა არის მოფერების ჟამი
და სიყვარულს ეხლა უნდა ახსნა.
მეც მიყვარდა ერთი ანცი გოგო,
ქარი ოდნავ უთრთოლებდა კაბას,
გული ჰქონდა ო, საოცრად თბილი,
ეხლაც ააქვს- ოღონდ ჩემთვის არა...
ჩვენ მოვედით რომ ვტოვებდეთ ბილიკს,
რომ დამთესველს ვუფასებდეთ ამაგს.
უაზროა უსასრულო დარდი,
უაზროა ფუჭად დროის კარგვა!
შემოდგომას გაუხუნდა ფერი,
ჩემი გული სიყვარულით დათვრა,
შენ მიყვარხარ ჩემო ანცო მხოლოდ,
მხოლოდ შენი გამოხედვა ''მაბავს",
როცა გნახავ ჩაგიხუტებ მაგრად
და იცოდე არ გაგიშვებ არსად! |