siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 5:26 PM    
siyvaruli.in
ღმერთი შენსავით მოვიგონე
როცა დამჭირდა.
სიცოცხლე დამაქვს გულში ხიჭვივით,
ოღონდ არ მიშლის,
დრო ასეთია, გვანადგურებს
გამოგვიჭირა!
კეთრი მოედო ერთადყოფნის
ღამეს-ქალიშვილს.
ვარწევ აკვანში შემოდგომას,
როგორ წამოგცდა,
სახუმაროა ბედი ჩვენი,
ხურმად არა ღირს.
მივალ უშენოდ,
მეგულება ხსოვნა წყაროსთან,
მაღლა მთებია
და მადლია ჭიქა არაყი.
მოვტყდი ჩრდილივით,
ჩემს წამწამზე ჩიტი ჩამოჯდა,
ცრემლი მათხოვა
რა გვჭირს ღმერთო
როგორ დავეცით,
დენი ჩაგვიჭრეს საგულეში,
წუხელ გათოვდა...
გვინდა პალტოში გამოწყობილ ზამთარს გავექცეთ.
როგორ გინატრებ,
შენს ფანჯრებსაც სტკივათ ხელები,
გესმის! თავისთვის როგორ მღერის
ფრენკი სინატრა?
ასე შორიდან მონატრებულს
მოგეფერები.
შენც ხომ ჩემსავით...
მოდი ახლა თავი ვიმართლოთ.
ბრამაც იცის რომ ბრმასთან ყოფნა
არის სასჯელი,
იცი.. იცი რომ... ჩემს თავს იქით
არ გყავს არავინ,
არავინ არ გყავს, შემცოდე და
თავად განსაჯე...
ასე ერთმანეთს მივაკარით ორი კარავი.
მე ვარ ,ჩვენ ვართ და დანარჩენი -
არის არავინ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<