siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 9:28 AM    
siyvaruli.in
ჩემი სისხლის ჯგუფია პოეზიის პირველი,
ჰოდა, ასე, რითმების არითმია მაწუხებს,
ვხედავ, მთელი ცხოვრება უმიზეზოდ ირევა,
ფიქრი ისე მედება, როგორც კიბოს მარწუხი.

ახლა, (ბეწვის) ხიდზე ვარ, მტკვართან, ერთი მეტრი და...
სიკვდილისთვის მოცლა ხომ იშვიათი ჩვევაა,
ვხვდები, მთელი ცხოვრება ჩუმად უნდა მეტირა,
თორემ საკმარისადაც იცინოდნენ ჩემამდე.

სიურრეალიზმია რაც აქამდე ვიწამე,
ღამეა და მთვარე ცას უნაგირზე მოაჯდა,
ყველა ძველ ოცნებაში ჩამოვედი მიწამდე,
შეშლილივით მინდა, რომ გადავახტე მოაჯირს,

უკანასკნელ წამამდე ვგავდე გაშლილ იალქანს,
(გადმოფრიდნენ მერცხლები, გაზაფხულის გარეშე)
ვიცი, მთელი სიცოცხლე სულ მცირედ თუ მიატანს
გადარჩენის ნაპირთან, ვიდრე ცოცხალ გვამებში

დავდივარ და ვერასდროს ვაკონტროლებ ხასიათს.
ფერფლის რუხი ფანტელით, წვიმას იწყებს ღრუბელი,
მთელ სამყაროს ოცდაათ ვერცხლზე მცირე ფასი აქვს,
ქარია და ჩემზე მეტს ქარიც ვეღარ უბერავს.

ემოციას სულიდან-სხეულამდე დავრაზმავ,
ყველა ამოსუნთქვაში, ჰაერია ნოტიო,
ჰო, სუეციდს მივიჩნევ უკანასკნელ მარაზმად,
როცა თუნდაც ერთი მაქვს აქ დარჩენის მოტივი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<