ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები, რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები.
კედლის კალენდარზე ზამთრის ფორმატია, თეთრი სუფლიორიც მალე მოგვაკითხავს, შენ კი იმით ჰგავხარ ახლა რომანტიულს, წვეთიც რომ არ არის შენში რომანტიკა. |