რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი, ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს, შენი გულისთვის თავს გავწირავო რატომ ამბობდი, ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი. მითხარი, რატომ შემაყვარე თავი ძალიან, მითხარი, რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი, რატომ შემპირდი, რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე, და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე. შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან. მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს, რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან... |