დღეები ჩემგან ისე გარბიან, როგორც სივრცეში გალაქტიკები და სიყვარულის ზღაპრულ მაგიას გაბრუებული უკან მივყვები და აი გადავცდი დროის სისწრაფეს, მოექანება აქვე დაღმართი, შეიძლებოდა უკან დახევაც ოღონდ მანამდე, სანამ გნახავდი, ახლა, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ყოველი ფერის მიჭირს დათმობა, შენი თვალები მწვავენ ისევე და შენი სუნთქვით მინდა დათრობა, არ ავიფარე მაინც ნიღაბი, თუმცა მიცქერდი ზოგჯერ დაცინვით, მე შენ მიყვარხარ როგორც მიყვარდი, იმავე გზნებით და თავგანწირვით, მინდა მოგხვიო მხრებზე მკლავები და გაზაფხულის მოსვლა გახარო, რომ ერთხელ კიდევ ცამმ ვარსკვლავები, თავზე პეშვებით გადმოგვაყაროს, სხვა შუქი ედგათ მთებს და ხეობებს და ერთმანეთით სხვებმა იხარონ, მე კი თუ ქვეყნად მოვალ მეორედ, მხოლოდ იმიტომ რომ შეგიყვარო.. |