siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 8:54 PM    
siyvaruli.in
რა სიმშვიდეა, ქალბატონო... რა სიმშვიდეა,
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული,
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული,
მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები
და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით,
მაშინ უფლისწულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით
და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით,
ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარი
და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრით თბებოდა,
სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,
გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ
და რატომ მისი გულის ფეთქვა არ მოისმინეთ,
რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე - ლამანჩა,
სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს
და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა
კი იყო, იყო, დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი,
მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს,
ნუთუ თქვენ ტირით ქალბატონო, არა, ცრემლები,
სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს,
ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,
გობელენებზე მოიწყინეს თეთრმა ვარდებმა,
მთელი სამყარო იფარება თოვლის ფიფქებით
არც თქვენ და არც მას, აღარავინ შეგიყვარდებათ,
ხომ არ შეგცივდათ ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,
წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,
ჩამოდის თოვლი,, განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,
ჩამოდის თოვლი იბინდება რა სიმშვიდეა,
რა სიმშვიდეა, ქალბატონო... რა სიმშვიდეა,
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული,
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<