|
ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. იცითრა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს..ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს...მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. ნამდვილი სიყვარული მარადიულია..ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებსსულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარგვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არშეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი..ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.. |