სიტყვებს დავეძებ რითმად რომ მოვიდეს,
გრძნობები ისევ გულში არ მომიკვდეს
წერაც არ ვიცი ლექსად რომ მოგიყვე
ფუნჯები,ტილოზე ფერებად მოვსინჯე.
ვერა,ვერა ვთქვი...ვერც ვიტყვი ამდენს,
მწყურვალე ოცნებას ნეტავ რა დალევს.
გულში ფიქრები წყურვილს მოგიკლავს,
მწყურვალე ოცნება წყალთანაც მოგიყვანს.
იქნებ და გულში სიყვარულია?
აბა ოცნება სადაურია?
სადაურია?აქაურია,გულში კარავი გადაუშლია.
დაიარება ყველგან,ცისა და მიწის გერად...
ერთია მხოლოდ დაბადებული,
უამრავ გულში გამრავლებული...
ჰეჰ რა ხარ გულის მწურავო,
ბედისაც სულის მხუთავო!
გადარეულო,გიჯო,მონდომებულო ბრიყვო...
ოცნებავ,გულის გულო. |