siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:57 PM    
siyvaruli.in
მელნისფერ ტბაში გედი დაცურავს,

თავი უჭირავს დიდებულივით.

იქვე სკამზე კი ერთი კაცი ზის

და იმზირება დაკარგულივით.

თვალებში სევდა და ნაღველი აქვს.

ცხოვრებით დაღლილს ცრემლიც აღარ აქვს.

ხშირად აწვება წარსულზე ფიქრი

და ყურადღებაც სხვაგან გადააქვს.

თმაში ჭაღარა ნერვიულობით.

გული შუაზე აქვს გატეხილი.

დაუნდობელმა წუთისოფელმა

არ მოარიდა მას ქარტეხილი.

დამჭკნარი სახე, ჩამოღვენთილი.

იდუმალებით არის მოცული

თვითონ ეს კაციც თავის ცხოვრებით,

ჟანგიან სარზე არს ჩამოცმული.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<