|
- მომიტან წყალს? - მოგიტან... - ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?... - ისეთს... - როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?... - ალბათ თათებით... - მერე რომ დავლევ?... - უბრალოდ, სადად დაგემართები... - მე უკვე მჭირხარ... - მეც... ............................... - მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში... - შენ ოღონდ მოდი... - რომ აღმოცენდნენ ყვავილები "ჩვენოობაში"... - წუხელ მე ვთოვდი...
- გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?... - მმ.. მე შენთვის... - ვიცი, გიცანი... ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული უცებ გაგრილდა... - შენ თოვლის გესმის...
- მომასმენინებ შენს გულისცემას?... - ალბათ ათასჯერ... - დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას... - ცისკარს გადარებ... - მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში... - მე ხელებს გავშლი... - არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?... - არ... ქრისტეა ჩვენში... - მაშ, სიყვარული?.. - შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში... - ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა-სინანული... ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...
- მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის, სამარადისოდ გრძელდება ღმერთში.. - ჰო, მაგრამ... არ გეშინია,დედამიწა ხომ შექმნილია სასრულისათვის?... - კი, მეშინია... ჰოდა, ვთქვათ ერთად: ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!
- მომიტან წყალს? - მოგიტან... - ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?... - ისეთს... - როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?... - ალბათ თათებით... - მერე რომ დავლევ?... - უბრალოდ, სადად დაგემართები... - მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ... - მიყვარხარ, ვფიცავ... |