siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:53 PM    
siyvaruli.in
თოვს მაგრად! ქვევით,ფეხებს ქვევით გამწყდარი ბედი
ჭრაჭუნობს,როგორც მშრალი თოვლი საღამოს პირას
გზაჯვარედინზე ვდგავარ ,სადაც ერთმანეთს ერთვის
ათასი "მე" და თორმეტი განცდა ,მინდა ,რომ გითხრა

გამოდი გარეთ ავაშენოთ თოვლის ბაბუა.
ან ვიგუნდაოთ, ან ვიცინოთ როგორც არასდროს.
მერე რა ,მოხდა რომ სიყვარულს ქვია ბებერი
ჩვენსას და დავწვეთ მკერდით მაღლა სულ არ დაგვათოვს

თოვლი ,პირიქით საერთოდაც გადაიღებს და
ხელის გულიდან აკენკავენ საჭმელს ჩიტები.
მერე რა მოხდა, რომ ცხოვრებით გადაიღალე.
მერე რა მოხდა,რომ უგრძნობად გადაიქეცი

ჩემს მიმართ.მიდი გარეთ გამო",გამოდი გარეთ.
ბავშვებთან ერთად ავაშენოთ თოვლის ბაბუა.
მინდა, რომ ყველას,ამავე დროს არავის ვგავდეთ
და ვიყოთ ჩვენთვის,ყველასთვისაც. ბევრად სათუო

იქნება მაშინ რომ არ თოვდეს. ითოვებს მაშინ
შენ ხელს გამიშვებ ,გიხდებოდა მუდამ გაბუტვა.
სინამდვილეში გუშინ გზაზე სულ უხმოდ გაგცდი.
ჩემთვის ვფიქრობდი ვალაგებდი სიტყვებს რა ვუთხრა...

თოვს მაგრად! ქვევით,ფეხებს ქვევით გამწყდარი ბედი
ჭრაჭუნობს,როგორც მშრალი თოვლი საღამოს პირას.
გზაჯვარედინზე ვდგავარ ,სადაც ერთმანეთს ერთვის
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<