შენთვის ვკვდები დედა ქართლის შვილი მე, მომერია შენზე ფიქრში ძილი მე, სალოცავში ვდგევარ შენი ჭირიმე, დარდიანი სიყვარულზე ვტირი მე.
ვინ გაიგოს ჩემი კვნესა ღრიალი, ვინ შეიცნოს ჩემი გულის ფრიალი, ისმის ფიქრთა დამთრგუნველი ჭრიალი, და მახვილთა სულში ჩუმი ტრიალი.
ნეტავ ვიყო უფლის ცრემლი დავეშთო, შენი ტაძრის კედლებს, წმინდა სახატეს, მინდა ვიხმო სხვა ჩემს გვერდით და ვერ ვთმობ, შენს სიყვარულს და მაგ გულის ბარხატებს.
ნეტავ ვიყო ჯვარი ანდა სიონი, ეგ თვალები სანთლის შუქზე მენახა, ერთი მეფე მყავდა ბაგრატიონი, და მეორე მბრძანებელი შენახარ. |