siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 10:32 PM    
siyvaruli.in
სამყარომ თითქოს იცვალა არსი...
გარეთ წვიმაა და წვიმას ვერ ვგრძნობ...
ან მოჩვენება ან იქნებ ფარსი,
ანაც იქნება სიბნელეს ვეძმო.
გარეთ ღელვაა და ღელვას ვერ ვგრძნობ,
სულმა ჩაიცვა თითქოს თალხები,
არც ერთი გრძნობის მღელვარე ნოტი,
ცხოვრების ბილიკს მეც ბრმად გავყვები.
გარეთ ომია...მე არ მდის სისხლი,
პლანეტა იქცა სისხლის კორიდად,
არ პატიება არცერთი მისხლის,
მტარვალი კერპი აქაც მოვიდა.
გარეთ მთვარეა,ან იქნებ მზეა,
ოთახს ვერ წვდება მათი საცეცი,
უკვე დავხურე ძველი დარაბა,
ცივ სამარეში თბილად ჩავწექი.
გარეთ წვიმაა და წვიმას ვერ ვგრძნობ...
სამყარომ თითქოს იცვალა არსი...
მე გადავწყვიტე სიბნელეს ვეძმო,
ჩემი სპექტაკლი არ არის ფარსი....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<