siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:01 PM    
siyvaruli.in
მე მარტოობამ როგორც პიქრი გამაცამტვერა
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს
ავედევნები კვლავ კლავიშებს კარად და მტვერად
მაინც ჩემნაერს ხვალ დროება ათასს გააჩენს
აღარ ვიქნები მარტოდ მარტო შენი მგოსანი
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის პრთოსანი
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას
კვლავ ავამღეროთ სიმპონია ერთი ბგერიდან
მოდი ოცნებავ!სიყვარულო!კვლავ ითარეშეთ
ყველამ მიიღო მისაღები ბედის ხელიდან
ისევ მე დავრჩი ჩეშმარიტი გრძნობის გარეშე
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმრებში
თითქოს გაქვავდა ყველაფერი აქ ჩემს გარშემო
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს
მე აღარ მინდა არც სიკვდილი და არც სიცოცხლე
ჩემთვის სიკეთეც ბოროტებაც უკვე ერთია
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ
მაგრამ აღმოჩნდა რომ მარტოობა ვყოფილვარ თვითონ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<