ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო, ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა? დამივიწყეთქო,ეს კი არ მთხოვო, შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!
თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?! თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?), თუ მოგენატრო,გამაგებინე!
გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ, მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს, აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას, სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.
ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს, ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე, გულმა ნატვრად არ აგაკელაპტროს, როგორც ყოველთვის,როგორც აქამდე.
ვერ დაგივიწყებ,თუნდაც ვეცადო, თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას! სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ, სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს.
და თუ ღმერთი გწამს, ბედმა ამ ბოლოს მე მარტოობას რომ შემარიგა, დამივიწყეთქო, ის კი არ მთხოვო, შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან |