siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 10:40 PM    
siyvaruli.in
წყაროს წყალივით დავეწაფები შენს ლამაზ ტუჩებს,
მოვიკლავ წყურვილს,როგორც მგზავრი სიცხით შთენილი,
და მერე ალათ შემაწუხებს ის ტკბილი წუთი
და ჩემს სახეზეც გამეფდება წითლად სირცხვილი.
რა ვუყოთ მერე თუ სიყვარულს ასე სცოდნია,
რა ვუყოთ მერე თუ ჭორები გულს აგვატკიებს,
და ის ნანატრი კოცნის წამი თუ გაფრინდება
და განშორება საშინელი თუ აგვატირებს.
ნუ გეშინია ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ისევ,
ისევ შევხვდებით როგორც ღამე ლამაზ განთიადს,
შემიყვარდები, უფრო მეტად შემიყვარდები,
და დაგავიწყებ მწუხარების დღეებს დარდიანს.
წყაროს წყალივით დავეწაფები შენს ლამაზ ტუჩებს,
მოვიკლავ წყურვილს, როგორც მგზავრი სიცხით შთენილი,
უნდა გახსოვდეს, რომ მიყვარხარ, მართლა მიყვარხარ,
უნდა გახსოვდეს, სიყვარული ამარცხებს სირცხვილს.
წყაროს წყალივით დავეწაფები შენს ლამაზ ტუჩებს,
მთის ჰაერივით ჩავისუნთქავ შენს სულს დარდიანს,
და არ გეგონოს ცხოვრებაში მიტომ მიყვარდი,
რომ სიცოცხლეში შენზე კარგი არ მინახა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<