დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს
შენი ფიქრის და ღელვის საგანთა,
დღეს შენი დღეა, მაგრამ მოვა დრო
და უჩემობა სულში გაგატანს...
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და გატაცების ცეცხლით ენთები,
მაგრამ მე მჯერა, მოვა დრო ისევ
და მტკივნეულად გაგახსენდები...
რაც ლამაზია, რაც ზღაპარია,
შენზე ფიქრებს და ოცნებებს ერთვის
და შენ ოდესმე მართლა ინატრებ
ლექსებს დაწერილს შენზე და შენთვის...
მე ვარ ვინც ნებით სიმართლე დათმო
და მარტოობის ღამეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი
და უღმერთობას გადაეჩვია...
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს,
შენი ფიქრის და ღელვის საგანთა...
როცა იქნება სითბო მოგშივა
და უჩემობა სული გაგატანს.... |