... ახლა მტკივა... ძალიან მტკივა სული.... ხელები გაყინული მაქვს და შენს თითებს ვეფერები შორიდან, რომ გავთბე.... მეშინია სიმარტოვის.... ძალიან მეშინია.... საათის ისარი რამდენჯერ უნდა დატრიალდეს წინ, ან უკან , რომ ჩაგეხუტო... გონება დაბინდულია შენზე ფიქრით და ოცნებით... მენატრები... იქ, სადაც ახლა ხარ ვიცი, რომ გცივა... ვერ გათბობ და ამიტომ გცივა.... შენც ეფერები ჩემს ხელებს შორიდან და თვალებს მიკოცნი, აღარ იტიროო... აღარ ვიტირებ თუ დაბრუნდები... ჩამოდი, ჩამოდი......(!) მენატრები..... ახლა გავიღიმებ,.... ისე, როგორც შენ გიყვარს.... გავიღიმებ და ვიცი, რომ იგრძნობ.... შენც გაიღიმებ... გაგეღიმები.... ... აი , ამითაც ბედნიერი ვარ.... ...ამითაც... რომ სადღაც, რომელიღაც ცივ ან ბნელ კუთხეში მგრძნობ და მიღიმი...... |