siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:33 AM    
siyvaruli.in
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
ჩამიკრავს გულში მოლოდინით უზომოდ დაღლილს,
გამინადგურებს მარტოობის ყოველგვარ სამხილს...
მე მჯერა მოვა ბედნიერება...
კვლავ დამიბრუნებს რწმენას ოცნების და ხედვას მხატვრის,
გულს აათრთოლებს ბედნიერად ყინულებს მიღმა,
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
კვლავ მაიძულებს გაღიმებას, შეგრძნებას ნატვრის,
დამამშვიდებელს მე მეტყვის სიტყვას...
გააფერადებს ქვეყნიერებას...
წამოაყენებს სულს – დაცემულს ხელახლა ფეხზე...
და ნაირფერი საღებავით შემილამაზებს
ნაცრისფერ დღეებს,
მე მჯერა მოვა ბედნიერება!
და აღარასდროს ასე უგულოდ არ მიმატოვებს.
ნაზი ალერსით დამიამებს ჭრილობებს სულში,
მე მჯერა მოვა ბედნიერება
და მიუხურავს სამუდამოდ კარს სიმარტოვეს,
ეკლების ნაცვლად ააყვავებს ყვავილებს ნუშის...
კვლავ შემაყვარებს ქვეყნიერებას,
გადამავიწყებს რაც იყო გუშინ...…
მე მჯერა მოვა ბედნიერება!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<