siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:56 AM    
siyvaruli.in
გაცრეცილ ხსოვნას წარსული წამლობს
და დღევანდელის ქანცავს ზმორება,
შენ რა იცოდი პატარა ქალო,
რას მოგიტანდა დიდი ცხოვრება...
შენ რა იცოდი, პატარა ქალო,
საით მიჰქროდნენ შენი გედები,
რომ ოცნებების კოშკებთან ახლო,
თრთოდნენ ამაო ღამისთევები...
რომ იყო ქვეყნად თეთრიც და შავიც
იყო სიმრუდეც, ბედის ქილიკიც,
ამაოების უაზრო ბღავილს
ადევნებული ეკლის ბილიკი...
შენ რა იცოდი, რომ არ მოსულხარ,
დიდი კომბოსტოს მწვანე ფოთლიდან,
რომ ოჩოკოჩთა თმები მგოსნურად
მოჩანდა შენი ძველი ოდიდან...
რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს
და აღარ ეყო დუმილს გაძლება,
რომ მოიწყინეს დედამიწაზე
ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც...
რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით,
დედიშობილა შერჩი სამყაროს,
რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი,
არარაობას რომ მიახალო...
უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი,
წყენა არ იცი რომელს აკადრო-
იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ,
თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს...
სულში იღვრება სითბო ანაზდად
და მზეზე შრება შენი ბაფთები...
ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად
ჩამოხეული კაბის კალთებით...
დარჩი სურვილთა შორი ზმანება,
ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა,
შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა
და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<