აი ცოტაც და დაათოვს ქალაქს ნელა, გულდასმით, ყველა კარი დაიხშობა, დაიკეტება, დიდხანს შეყეფენ შეცივნული ძაღლები ჩრდილებს, ეს კომედიაც დასრულდება როგორც ყოველთვის... მე შენს ფანჯრებზე გავითბობ ხელებს...
** ** ** ** ** **
შენს სათქმელს ისევ ქარი მეტყვის, მწარე სიმართლეს, მერე წავალ და შენს მაგივრად ხელს მომხვევს სევდა... დავიჯერებ თუ არ დავიჯერებ...კომედია დასრულდება, როგორც ყოველთვის, შენ არ ხარ ჩემთან... შენ არ ხარ ჩემთან...
** ** ** ** ** **
მშვიდია ღამე, შენ კი ვერ მიხვდი, თუ რა მათბობს შენს ცივ ფანჯრებთან...
** ** ** ** ** **
მშვიდია ღამე... ეს კომედია დასრულდება, (როგორც ყოველთვის) შენ არ ხარ ჩემთან... შენ არ ხარ ჩემთან... |