|
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ”
სიკვდილი არ არი რა,მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი... მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ.რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისავართ საუკუნოდ, ისევ ისე მომმართე როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი,ნუ მიიღებ სამგლოვიარო მწუხარე იერს.გაიცინე რაზედაც გეცინებოდა, ოღონდ გაიღიმე.... იფიქრე ჩემზე ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის ყოვეგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა იგი ისევ ის არის, რაც იყო ძაფი არ გამწყდარა... რად გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ?! იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?! მე შორს არა ვარ ზუსტად გზის გადაღმა, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის! ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ..... თუ მართლა იცი რა არის ღვთის შიში, მადლი და სასუფეველი, თუ შეგიძლია გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ შეგიძლია იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი რომელსაც ვადგავარ... თუ წამით შეგიძლია ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება... როგორ? თუ კი საწუთროში, აჩრდილთა სამეფოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე? გაწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისგან ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო... იმ დღეს შენ კიდევ შეხვდები მას ვისაც უყვარდი და ისევ უყვარხარ... კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო განწმენდილს შეიშვრე ცრემლი და.... ნ უ ტ ი რ ი თ უ მ ა რ თ ლ ა გ ი ყ ვ ა რ ვ ა რ ! |