სიჩუმეა ოთახში, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ, შენი სუნთქვის სიხშირეს, არეული ნოტიდან, კლავიშნაკლულ როიალს ყველა ბგერას ვუბრუნებ და მსუბუქი რითმებით, ამ ლექს პეშვით მოგიტან, რომ ვასუნთქო ოცნებად შენი ეშხის სიმძაფრე და ხომ იცი? მთავრდება ყველაფერი, (უდავოდ) სანამ წლები თავისას წაიღებენ და წავლენ, მოდი... ეგ სილამაზე ერთად გავაუკვდავოთ. მოდი თორემ არ მყოფნის, სიტყვები და თვალებით, წამიკითხე, გავექცეთ ამ ბანალურ სამყაროს, მე კი ახლოს ვიქნები, რომ ვერ იგრძნო გადაღლა, ჩემთან ფრენის სიხშირით და ვერასდროს გაგვყაროს, დრომ, მანძილმა, სიცივემ, ან ათასმა ნაგავმა, ვერასოდეს გიპოვონ, ჩვენ სხვა გზებით მივყვებით, მას, რაც ყველა შეგრძნებას უკვდავებად დაბადებს და არაფრად გვჭირდება თქმა და მუნჯი სიტყვები, რომ ერთია სიცოცხლე, რომ ერთი ვართ მე და შენ... იქნებ ხვდება ღმერთიც და, იქნებ გულიც წყდებოდეს, რომ თავიდან ჩვენ ორმა არ შევჭამეთ ის ვაშლი; იქნებ უნდა ახლიდან, ჩვენით დაიწყებოდეს - მთელი მისი სამყარო... |