ცაზე გადინებულ ღრუბლებს აგადევნე ორმა წაიცეკვეთ სულის სამაია, მტკვრიდან წამოვშალე თეთრი თოლიები ფატად მოგახვიე, როგორც ფანტაზია,
კლდიდან დაშვებული ყველა ნიაგარა, ყველა ანხელი თუ ყველა ვიქტორია წამით შევაგუბე მიწას ავაცილე ჰაერთან შევუქმენი ბედის ჰარმონია
ყველა კლასიკოსის, ნოტი გადავჩხრიკე სონეტებს ავეხირე როგორც ქარბორბალა მაინც ვერ გიპოვე რიტმში გამებნიე დავრჩი მოგონების მხოლოდ ანაბარა
და მე სიყვარულის კაცი ამორძალი უკვე დავიწყებულ სიტყვებს დავედევნე იქნებ იქ ვიპოვო, იქნებ დავაბრუნო უკვე ვადაგასულ იმედს ჩავეჭიდე
ფიქრით გადინებულ ღრუბლებს აგადევნე, ცაზე წაგაცეკვეთ თქვენ ორს სამაია ვიცი თავს ვიტყუებ, მაგრამ ვერ ველევი თავზე მახვევიხარ ჩემი ფანტაზია. |