დღეს გაწეულ სტრიქონებში ჩაგატიე,
და სიზმრები მოვუყევი ზამთრის ღამეს,
ჩემი გული შენს ხელებში მოვაქციე,
არ კითხულობ რად არ გვცივა მე და მთვარეს?!
ვეღარ ვუგებ ჩემს საკუთარ ფიქრს და აზრებს,
ვლოცულობ რომ ქუჩაში არ შემეყარო,
დრო გავიდა... ნუთუ ასე შევიცვალეთ,
არ მინდა რომ კვლავ ფიფქები მომაყარო....
ოცნებებში წარმოგიდგენ, სულს ვიმძიმებ,
ძველ პიესას ფილმებიდან გადმოვიღებ,
-,,მოძრაობა შეგიძლია?"-მეკითხები,
-,,მხოლოდ ტუჩით"-გპასუხობ და კოცნას გიწყებ.... |