siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:54 AM    
siyvaruli.in
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე

დამათვლევინე თითზე წამები

მერე ოცნება გამაფენინე

გამაშლევინე ტკბილი ჰანგები

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე თუ

არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა

და მერე აღარ გამიჭირდება

შენგან წასვლა და დამშვიდობება

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე
ჩამადენინე არ გეტყვი აუგს
მერე სათქმელი გამაშლევინე
და მათქმევინე დღეს მე რაც მსურს
ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ
განშორებისას რომ მოვბრუნდები
დაგიბრუნებენ ჩემი ხელები
შემოგეხვევი როგორც ხუნდები
ბოლო სიგიჟეს ჩავიდენთ ერთად
აღვსილი ვნებით კვლავ დავიცლებით
მერე წახვალ და დამტოვებ კენტად
დავრცები მარტო გარდავიცვლები
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე

შენ ამად ღირხარ მე არ ვინანებ
ბოლო სიგიჯე ჩამადენინე

დამაცლევინე ვნების მდინარე
და ეს ხელები და ეს ტუჩები შენი

ალერსით დამათრობინე

დამალევინე ტკბილი შარბათი

შენი ტუჩები დამაკოცნინე
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<