siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:24 AM    
siyvaruli.in
ნისლად დავრჩი ამოქარგულ ბილიკებზე,
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
როგორც ბავშვი, შეგისვამდით კარგო მხრებზე,
სიყვარული, სიყვარული მომეკიდა...

გამომყევით ამ თავსხმაში ნეტარების,
საათები, წუთები და წამები ხართ,
და თუ შევძლებ ჩაგჩურჩულებთ მოფერებით,
თორმეტ თვეში, თორმეტჯერვე მყვარებიხართ.

მომიტევეთ, რადგან ძლიერ შემიყვარდით,
როგორც ნისლი, იალბუზზე გაფენილი,
წამობრძანდით, ჩემს ბილიკებს თუ იკადრებს,
ჩირაღდნებით მოკაზმული ქვაფენილი.

ბილიკები გუბეებმა გადათელეს,
თქვენ კი, თქვენთვის მიდიოდით თქვენვე დარდით,
ნისლად დავრჩი ამოქარგულ ბილიკებზე,
შეგღაღადებთ, როგორ ძლიერ შემიყვარდით
თქვენ კი ყურიც არ მათხოვეთ ქალბატონო,
ვერც მიცანით ბილიკებზედ გაფენილი,
გეჩქარებათ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
შემიყვარდით, როგორც ტალახს ქვაფენილი.

და ჩამოწვა ნისლი მტვრიან ბილიკებზე,
ქვაფენილი გახდა კიდეც საპატრონო,
მომიტევეთ, მომაკვდავი ჩაგჩურჩულებთ,
-შემიყვარდით, შემიყვარდით ქალბატონო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<