siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:30 AM    
siyvaruli.in
მიყვარდი?!_არა,კი არ მიყვარდი,
დაუსრულებლად ვფიქრობდი შენზე,
შენს ლურჯ თვალებზე,ღვთიურ ღიმილზე,
შენს ოცნებებზე და ჩემს გრძნობებზე...
მიყვარდი?!_ არა,კი არ მიყვარდი,
დაუსრულებლად ვდარდობდი შენზე,
მტკიოდა ყველა შენი ტკივილი,
ყველა ჭრილობა,რაც გაჩნდა მკერდზე...
გეძებდი?!_არა,მე არ გეძებდი,
უბრალოდ ჩემი თვალები გდევდნენ...
ვტიროდი?!_ ღმერთო,რად ვიტირებდი?
ეს ისე... წვიმამ მომისწრო გზებზე...
ვეჭვიანობდი?_ თუმცა ,ო,არა,
თავად დაუგე ჩემს თავს ეს მახე,
ვშიშობდი,ასე სათუთი სხვებსაც
ჩემი თვალებით არ დაენახე...
გელოდი...თუმც_ არა,თვით გრძნობა იყო კლდეზე უდრეკი.
იმედი იყო და იმ იმედებს
მომაკვდავივით უთევდი ღამეს,
ახლაც მახსოვხარ,დაგლოცოს ღმერთმა!
დროა ლაგამი მოვდო იმედებს,
ეს მე კი არა ჩემს გულს ახსოვხარ...
მე_წარსულისთვის ვერ გაგიმეტე!...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<