siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 0:50 AM    
siyvaruli.in
სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს, თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს, ისე მომენატრე უკვე, წლები არ მენახე,თითქოს!.. ბინდი გადამეკრა ძლეულს... სევდა მეპარება ბეჩავს... ეს რა დაგვემართა წლეულს- სული უშენობას ღეჭავს... წარსულს მოვინატრებ კრძალვით, ფიქრებს შემოვარტყამ სარტყელს, ეშმა მოგვეპარა მალვით, უცხო სისადავით მამხელს... სითბო შემოაკლდა სხეულს, გრძნობა მოვიხურო,მინდა... წყენას შემოხედე,ნთხეულს, -იქნებ...არაფრად არ ღირდა!.. გულზე კაპილარებს მათლი, სისხლმა მეც თავისი მიყო, მე თუ ავაზაკად ჩამთვლი, მინდა...ქრისტეს მარჯვნივ ვიყო! სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს, თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს, ისე მომენატრე უკვე, წლები არ მენახე,თითქოს!..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<