siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 8:00 PM    
siyvaruli.in
ეგებ შენი სურვილია,

დღეს ვერავინ რომ ვერ გამჩნევს,

ეგებ სწორედ ასე გინდა,

ეგებ სწორედ ასე არჩევ!

მინდა, იცი, როგორ მინდა,

შენთან მოსვლა, შენთან ყოფნა,

რომ შენს ღიმილს ასე წმინდას,

მეც ვაჩუქო ცხელი კოცნა!

მითხარ, მითხარ, კიდევ მითხარ,

მოვიდე თუ არ მოვიდე,

მეტყვი და ფრთებს გამოვისხამ,

რომ ზღვასავით გადმოვიდე!

რომ შენამდე რაც შემხვდება,

მივამსხვრიო ნაფოტებად,

მიყვარს, მიყვარს გამეტება,

ზღვა თუ საზღვარს გადმოსცდება...

მითხარ, მითხარ, მართალი ვარ?

გამოვიცან შენი ფიქრი?

ხედავ, ზეცა როგორ ბრწყინავს,
მე მზადა ვარ თანხმობისთვის!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<