siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:35 AM    
siyvaruli.in
ჩემი სიცოცხლე, როგორც ფურცელი,

ხან გაივსება, ხან დაიცლება,

თუმცა, მე მუდამ განსაკუთრებით,

განსაკუთრებით ვაწრთე ღირსება...

თუმც გამუდმებით თან დამყვებოდა,

ბედი ოხერი, ბედი ტიალი,

და გონებაზეც ხშირად მეფობდა

აზრი ეშმაკთან თანაზიარი...

მაგრამ არასდროს, არცერთი წამით,

არ გამისვრია ჩემი ღირსება,

სულს გამუდმებით გასდევდა ბზარი,

და ახალ–ახალ ომში მიწვევდა!

არ ვიცი როგორ, ანდა რა ძალით,

მე გავუძელი ყველა ცთუნებას,

ჩემს სულს კედელი ერტყა გრაალის,

და ხარკს უხდიდა თავისუფლებას!!!

იმას არ ვამბობ, რომ წმინდანი ვარ,

ვიძირებოდი ცოდვათა ზღვაში,

თუმც არ გავსულვარ მე თამაშიდან,

და სუფთაც იყო ჩემი თამაში...

ახლა კი როცა ისევ ღირსებას,

და ჩვენს კაცობას ურცხვად უტევენ,

ჩემი ფურცლები ისევ ივსება,

დაცემა? მხოლოდ ღირსების მერე!!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<