siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:49 AM    
siyvaruli.in
მინდა, რომ შენი ისევე მწამდეს,

როგორც ბავშვს დედის, როგორც მზეს მთვარის,

რომ მიქარვებდე ყოველგვარ დარდებს,

მარადისობად მიქციო წამი...

გიყვარდეს ჩემი გულუბრყვილობა,

გეღიმებოდეს ჩემ შეცდომებზე,

თორემ მზე დილას ისე ტიროდა,

იმისი ცოდვით მე დავიკვნესე.

არა გჩვეოდეს გამოდევნება,

მისავიწყებელ ათას წვრილმანზე,

შეხედე მტრედი მტრედს ეფერება,

ქალს კი რა შვენის, მაინც სინაზე...

გახედე ზეცას როგორ ენთება,

ვაზს ატმის კვირტი შეჰყვარებია,

და თავის შტოებს იქით ეწევა,

სადაც კვირტები უკვე სკდებიან...

მინდა, რომ გვქონდეს ერთი მიზანი,

თუ ერთად ყოფნა გვარგუნა ბედმა,

რომ ეს ტუჩები ალუბლისანი

მუდამ ითხოვდნენ სიყვარულს შენგან...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<